31.7.12
30.7.12
პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მეორე ეტაპის მიმდინარეობა
2012 წლის 31 ივლისს პროექტის ფარგლებში პროექტის დირექტორმა ვახტანგ ფილფანმა ლენჯერის თემის თვითმმართველობის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა მესტია - ლენჯერის თემების ტერიტორიაზე განთავსებული სანაგვე ურნები. ლენჯერში მოხდა სანაგვე ურნის განტვირთვა , ხოლო მესტიაში საინიციატივო ჯგუფის მიერ უკვე დასუფთავებული იყო.
პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მეორე ეტაპის მიმდინარეობა
2012 წლის 30 ივლისს პროექტის ფარგლებში პროექტის დასაწყობებისა და დასუფთავების კოორდინატორმა მარლენ რატიანმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა ბეჩო -ეცერის თემების ტერიტორიაზე განთავსებული სანაგვე ურნები, რომლებიც საინიციატივო ჯგუფის მიერ უკვე დასუფთავებული იყო.
27.7.12
პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მეორე ეტაპის მიმდინარეობა
2012 წლის 27 ივლისს პროექტის ფარგლებში პროექტის დირექტორმა ვახტანგ ფილფანმა საინიციატივო
ჯგუფთან ერთად დაათვალიერა უშგული
- კალა - იფარის თემების ტერიტორიაზე განთავსებული სანაგვე ურნები, მოხდა
ნაგვის გატანა.
1.7.12
პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’პირველი ეტაპი დასრულებულია
ორგანიზაციების ‘’მეოხი - 2010’’ და ‘’სვანური
კოშკების ისტორიულ მფლობელთა მემკვიდრეები’’ კოალიციური პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი
სახეა’’ პირველი ეტაპი დამთავრდა, რომლის მიზანი
არის საზოგადოების განსაკუთრებთ, მომავალი
თაობის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვით საკითხებზე მუნიციპალიტეტისვ თემებში დაბინზურებული
ადგილების დასუფთავება მოსახლეობის აქტიური
მონაწილეობით.
პროექტის აქტივობა
დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან - გამგებელსა და საკრებულოს
თავმჯდომარესთან ასევე განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრებით. პროექტის
შესახებ ინფორმაცია მიეწოდა საკრებულოს შემადგენლობას და დასწრეებს საკრებულოს მორიგ
სხდომაზე დასწრებით. თვითმმართველობამ და განათლების დაწესებულებებმა გამოხატეს აქტიური
მხარდაჭერა,რაც გამოიხატებოდა პროექტით გათვალისწინებულ
თემებში მათ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების (გამგებლები, დეპუტატები, სკოლის დირექტორები)
გაფრთხიელებაში, რომ სამუშაო ჯგუფის ვიზიტის
დროს ჩართულ იყვნენ დაგეგმილ აქტივობებში. პროექტის სამუშაო ჯგუფმა
ჩაატარა 30 შეხვედრა სკოლებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ჩატარდა
საუბრები ნაგვის მავნებლობის შესახებ, მოხდა
აზრთა გაცვლა - გამოცვლა, დადებითად
შეხვდნენ პროექტის იდეას და მათი აზრის გათვალისწინებით გამოიკვეთა
საინიციატივო ჯგუფების არსებობის საჭიროება, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ გააგრძელებენ
წამოწყებულ საქმიანობას, მათივე გადაწყვეტილებით შეირჩა ურნების განთავსების ადგილები
და ჩატარდა დასუფთავების აქციები. ჩაერთო სულ 708 მონაწილე. პირველ საინფორმაციო შეხვედრებში
407, ხოლო მეორე შეხვედრა - დასუფთავების პროცესში 301 ადამიანი. პროექტის საქმიანობებში
ჩაერთო თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები,
სოფლის მოსახლეობა. თითქმის ყველა ოჯახში დარიგდა
საინფორმაციო ფურცლები, სადაც მოკლედ არის აღწერილი ჩვენი პროექტის შესახებ.
ინფორმირებულ იქნა 2950 ადამიანი.
პროექტის სამუშაო ჯგუფის და საინიციატივო ჯგუფების
მიერ დასუფთავებულ იქნა ეცერი - 704 მოსახლე ბეჩოს,ლენჯერის,მესტიის,მულახის,წვირმის,ადიშის,იფარის,კალას,უშგულის
თემებში დაბინძურებული ადგილები და დაიდგა 15 ცალი 240 ლიტრიანი ნაგვის ურნა. პროექტის ინიციატივის საპასუხოდ უმეტესობა სკოლებსა და სოფლებში (ბეჩო, ეცერი, წვირმი,
მულახი) ჩატარდა შაბათობები.
პროექტის დირექტორის ინიციატივიდან გამომდინარე, რასაც რამოდენიმე წლის
ისტორია აქვს მუნიციპალური ბიუჯეტის დაფინანსებით
ლენჯერისა და ლატალის თემების საზღვარზე მოეწყო მარტივი ტიპის ნაგავსაყრელი, რომელიც
ბევრჯერ იქნა გამოყენებული პროექტის აქტივობების დროს. ამ ნაგავსაყრელის გახსნის დღეს
ორგანიზაციების, ‘’მეოხი -2010’’ და ‘’გურამ თიკანაძის ახალგაზრდული ცენტრი’’ , ინიციატივით
ლენჯერისა და ლატალის მოსახლეობის მიერ ჩატარდა ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე
ტერიტორიის დასუფთავების აქცია და შეგროვებული
ნაგვის განთავსება სვანეთის ისტორიაში პირველ
ნაგავსაყრელზე.
პროექტების მიმდინარეობის
პირველი ეტაპი უკვე დამთავრდა, განხორციელდა
ფინანსური ანგარიშგებაც და დაიწყება პროექტის მიმდინარეობის მეორე ეტაპი.
Subscribe to:
Posts (Atom)