ორგანიზაციამ ‘’მეოხი-2010’’
CTC - ის ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა
და საინიციატივო ჯგუფებისათვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის მესამე რაუნდში გაიმარჯვა
და დაფინანსდა კოალიციური პროექტი ‘’ახალი
ხაიში ძველის დასაცავად’’. რომელსაც პარტნიორ ორგანიზაციასთან, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია” (ACSDG) , ერთად განახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხაიშში. პროექტი ეხება ჰუდონჰესის შესაძლო მშენებლობის შედეგად სამომავლოდ გამოწვეული გადასახლების საკითხებს. მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემისა და თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში ჩასახლებული სვანების სოციალურ-ეკეონომიური მდგომარეობის შესწავლასა და სათანადო ფოტო - ვიდეო მასალის შექმნას.დაგეგმილია სვანეთის ხაიშიდან მოსახლეობის მიერვე შერჩეული რამდენიმე კაციანი დელეგაციის გამგზავრება თეთრიწყაროში, რათა პირადი დაკვირვებით მოიძიონ ინფორმაცია და
80-იანი წლების დროს ანალოგიური პრობლემის გამო გადასახლებული მოსახლეობის გამოცდილება გაიზიარონ. მოძიებულ ინფორმაციას ხაიშის მოსახლეობა საზოგადოებრივ შეხვედრებზე გაეცნობა და გადასახლებით გამოწვეულ მოსალოდნელ სოციალურ ეკონომიკურ საკითხებზე იმსჯელებს, რის საფუძველზეც შეიმუშავებს პეტიციას და წარუდგენს ადგილობრივ თვითმართველობას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბლოგზე: www.axalixaishizvelisdasacavad.blogspot.com
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბლოგზე: www.axalixaishizvelisdasacavad.blogspot.com