10.3.14

ახალი პროექტი

ორგანიზაციამ ‘’მეოხი-2010’’ CTC - ის ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის მესამე რაუნდში  გაიმარჯვა და დაფინანსდა  კოალიციური პროექტი ‘’ახალი ხაიში ძველის დასაცავად’’.  რომელსაც  პარტნიორ ორგანიზაციასთან,საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია” (ACSDG) , ერთად განახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხაიშში. პროექტი ეხება ჰუდონჰესის შესაძლო მშენებლობის შედეგად სამომავლოდ გამოწვეული გადასახლების საკითხებსმესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემისა და თეთრიწყარ სოფელ ხაიშში ჩასახლებული სვანების სოციალურ-ეკეონომიური მდგომარების შესწავლასა და სათანადო ფოტო - ვიდეო მასალის შექმნა.დაგეგმილია სვანეთის ხაიშიდან მოსახლეობის მიერვე შერჩეული რამდენიმე კაციანი დელეგაციის გამგზავრება თეთრიწყაროში, რათა პირადი დაკვირვებით მოიძიონ ინფორმაცია და 80-იანი წლების დროს ანალოგიური პრობლემის გამო გადასახლებული მოსახლეობის გამოცდილება გაიზიარონ. მოძიებულ ინფორმაციას ხაიშის მოსახლეობა საზოგადოებრივ შეხვედრებზე გაეცნობა და გადასახლებით გამოწვეულ მოსალოდნელ სოციალურ ეკონომიკურ საკითხებზე იმსჯელებს, რის საფუძველზეც შეიმუშავებს პეტიციას და წარუდგენს ადგილობრივ თვითმართველობას

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბლოგზე:  www.axalixaishizvelisdasacavad.blogspot.com 

5.9.13

ტრენინგი თემაზე ,,მოხალისოება და გუნდური მუშაობა"

4 ივნისს ადგილობრივი ორგანიზაცია მეოხი 2010 ის წარმომადგენლის ია გურჩიანის მიერ ლენჯერის საჯარო სკოლაში
ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,მოხალისეობა და გუნდური მუშაობა".

მონაწილეები გაეცნენ და ჯგუფურად იმუშავეს თემებზე: რა არის მოხალისეობა , რატომ უნდა გახდნენ მოხალისეები, რა დადებითი მხარე აქვს მოხალისეობას და გუნდურ მუშაობას.


ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა .


2.8.12

პროექტი „ჩვენი გარემო ჩვენი სახეა“ დასრულებულია


ორგანიზაციების,  ‘’მეოხი - 2010’’ და ‘’სვანური კოშკების ისტორიულმფლობელთა მემკვიდრეები’’, კოალიციური პროექტის  მეორე ეტაპზე პროექტის ჯგუფმა საინიციატივო ჯგუფებისა და თვითთმმართველობის წარმომადგენლების მხარდაჭერით დაათვალიერა პროექტით გათვალისწინებულ თემების ტერიტორიებზე განთავსებული სანაგვე ურნები და მოახდინა მათი განტვირთვა, რაშიც 50-მდე ადამიანი ჩაერთო. ასეთივე აქტივობა განხორციელდება  პროექტის დამთავრების შემდეგ აგვისტოს თვეში და ურნები მიღება - ჩაბარების აქტებით გადაეცემა გამგეობის რწმუნებულებს.პროექტის მიმდინარეობისასვე მიღწეული იქნა ეფექტური თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან პროექტის დასრულების  შემდეგ კი მომზადდება  წერილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელზე, რომ ნაგვის მართვა  უნდა იყოს პრიორიტეტული და მთელი სვანეთის  ტერიტორიაზე ყველა თემსა და სოფელში უნდა მოეწყოს თუნდაც მარტივი ტიპის ნაგავსაყრელები, ხოლო მესტიაში ყველა სტანდარტებით დაცული  ნაგავსაყრელი.


31.7.12

პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მეორე ეტაპის მიმდინარეობა

2012 წლის  31 ივლისს პროექტის ფარგლებში პროექტის დირექტორმა ვახტანგ ფილფანმა საინიციატივო ჯგუფთან ერთად და თვითმმართველობის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა მულახი - წვირმის  თემების   ტერიტორიაზე განთავსებული სანაგვე ურნები, მოხდა ნაგვის გატანა.


30.7.12

პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მეორე ეტაპის მიმდინარეობა


2012 წლის  31 ივლისს პროექტის ფარგლებში 
 პროექტის დირექტორმა ვახტანგ ფილფანმა ლენჯერის თემის თვითმმართველობის წარმომადგენელთან ერთად    დაათვალიერა  მესტია - ლენჯერის  თემების   ტერიტორიაზე განთავსებული სანაგვე ურნები.  ლენჯერში მოხდა სანაგვე ურნის განტვირთვა , ხოლო მესტიაში საინიციატივო ჯგუფის მიერ უკვე დასუფთავებული იყო.


პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მეორე ეტაპის მიმდინარეობა


2012 წლის  30 ივლისს პროექტის ფარგლებში პროექტის დასაწყობებისა და დასუფთავების კოორდინატორმა  მარლენ რატიანმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  დაათვალიერა   ბეჩო -ეცერის თემების   ტერიტორიაზე განთავსებული სანაგვე ურნები, რომლებიც  საინიციატივო ჯგუფის მიერ უკვე დასუფთავებული იყო.


27.7.12

პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მეორე ეტაპის მიმდინარეობა


2012 წლის  27 ივლისს პროექტის ფარგლებში პროექტის დირექტორმა ვახტანგ ფილფანმა საინიციატივო ჯგუფთან ერთად დაათვალიერა უშგულიკალა - იფარის თემების   ტერიტორიაზე განთავსებული სანაგვე ურნები, მოხდა ნაგვის გატანა.