2.8.12

პროექტი „ჩვენი გარემო ჩვენი სახეა“ დასრულებულია


ორგანიზაციების,  ‘’მეოხი - 2010’’ და ‘’სვანური კოშკების ისტორიულმფლობელთა მემკვიდრეები’’, კოალიციური პროექტის  მეორე ეტაპზე პროექტის ჯგუფმა საინიციატივო ჯგუფებისა და თვითთმმართველობის წარმომადგენლების მხარდაჭერით დაათვალიერა პროექტით გათვალისწინებულ თემების ტერიტორიებზე განთავსებული სანაგვე ურნები და მოახდინა მათი განტვირთვა, რაშიც 50-მდე ადამიანი ჩაერთო. ასეთივე აქტივობა განხორციელდება  პროექტის დამთავრების შემდეგ აგვისტოს თვეში და ურნები მიღება - ჩაბარების აქტებით გადაეცემა გამგეობის რწმუნებულებს.პროექტის მიმდინარეობისასვე მიღწეული იქნა ეფექტური თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან პროექტის დასრულების  შემდეგ კი მომზადდება  წერილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელზე, რომ ნაგვის მართვა  უნდა იყოს პრიორიტეტული და მთელი სვანეთის  ტერიტორიაზე ყველა თემსა და სოფელში უნდა მოეწყოს თუნდაც მარტივი ტიპის ნაგავსაყრელები, ხოლო მესტიაში ყველა სტანდარტებით დაცული  ნაგავსაყრელი.