არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეოხი 2010 ”- ის და CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ახალგაზრდული
კომპონენტის ორგანიზებით ახალგაზრდა მოხალისეებმა
მოაწყვეს დასუფთავების აქცია და დისკუსია ეკოლოგიურ საკითხებზე.
აქციის მიზანი იყო თამარ მეფის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის დასუფთავება და ახალგაზრდებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება
.
ახალგაზრდა მოხალისეებმა
დისკუსია-განხილვაზე ისაუბრეს ეკოლოგიურ საკითხებზე . შემდეგ , დაასუფთავეს თამარ მეფის ქუჩის გარკვეული მონაკვეთი და ამით თავიანთი წვლილი შეიტანეს უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში.
ღონისძიებაში ჩაერთო 9 ახალგაზრდა .
ყოველი წელს დედამიწის დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა აქციაში
174 ქვეყნის 17000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს
გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.
დედამიწის დღე
1970 წლიდან 22 აპრილს აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა,
როდესაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი
დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.