30.4.12

პროექტის გამარჯვება


 CTC-ის პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო  ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერებისმეშვეობით“ ფარგლებში  არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის  გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობდა ორგანიზაცია  ,,მეოხი 2010 ‘’ , რომელმაც ორგანიზაციასთან  ,,სვანური კოშკების ისტორიულ მფლობელთა მემკიდრეების ასოციაცია“ სთან ერთად წარადგინა კოალიციური პროექტი    ,,ჩვენი გარემო ჩვენი სახეა ‘’.
პროექტი ითვალისწინებს  ,  დაბა მესტიისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში საზოგადოების მობილიზებას , ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვის კუთხით ,   ტერიტორიების დასუფთავებას და წერილის შემუშავებას თვითმმართველობისადმი მომავალი წლისათვის ბიუჯეტში  გარემოსდაცვითი მიმართულებით გარკვეული სახსრების გასათვალისწინებლად.
პროექტი შეირჩა დასაფინანსებლად . მოხდა ხელშეკრულების გაფორმება.
 მაისის დასაწყისში დაიწყება პროექტის განხორციელება.

22.4.12

დედამიწის დღე 22 აპრილი

 22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით , მესტიაში ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეოხი 2010 ”- ის  და CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ახალგაზრდული კომპონენტის  ორგანიზებით ახალგაზრდა მოხალისეებმა მოაწყვეს დასუფთავების აქცია და დისკუსია ეკოლოგიურ საკითხებზე.
აქციის მიზანი იყო თამარ მეფის ქუჩის  გარკვეული მონაკვეთის  დასუფთავება  და ახალგაზრდებში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება .
ახალგაზრდა მოხალისეებმა  დისკუსია-განხილვაზე   ისაუბრეს ეკოლოგიურ საკითხებზე . შემდეგ ,  დაასუფთავეს  თამარ მეფის ქუჩის  გარკვეული მონაკვეთი   და ამით თავიანთი წვლილი შეიტანეს  უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში.
ღონისძიებაში ჩაერთო  9 ახალგაზრდა .
ყოველი წელს  დედამიწის დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა აქციაში 174 ქვეყნის 17000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.
დედამიწის დღე 1970 წლიდან 22 აპრილს აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, როდესაც  სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.

10.3.12

ქალთა საერთაშორისო დღე მესტიაში


2012 წლის 8 მარტს ადგილობრივი ორგანიზაცია  ..მეოხი 2010“-ისა  და  CTC -ის ზემო სვანეთის ახალგაზრდული კომპონენტის ორგანიზებით , ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა მესტიაში.
ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრებს ქალებისთვის მიელოცათ ქალთა საერთაშორისო     დღე.
ახალგაზრდებმა წინასწარ მოამზადეს ფერადი  ფურცლებისგან ლამაზი ყვავილები და მისალოცი ბარათები,  რომლებიც დაურიგეს ქალებს მესტიის ქუჩებში და  მიულოცეს ქალთა საერთაშორისო დღე.
8 მარტის  ღონისძიებაში  ჩაერთო  დაახლოებით 35  ქალი.

3.3.12

ტრენინგი ბლოგის შექმნასა და სოციალურ მედიაში

 2012 წლის 2-3 მარტს ტრენინგი ჩატარდა ბლოგის შექმნასა და სოციალურ მედიაში. ტრენინგი ჩატარდა მესტიის CTC - ის ოფისში.
ტრენინგი ჩაატარა CTC - ის ზემო სვანეთის პროექტის ასისტენტმა თეა მხეიძემ.
ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეოხი 2010" - ის წევრები.
ტრენინგის მიზანი იყო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ესწავლათ საკუთარო ორგანიზაციის მარტივი ინტერნეტ გვერდის (ბლოგის) შექმნა. შექმნეს ორგანიზაციის ბლოგი , რომელზეც პერიოდულად დაიდება ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობების შესახებ.
ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ტრენინგი განხორციელდა CTC - ის  პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრებისა და ორგანიზზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით" ფარგლებში.