30.5.12

შეხვედრა საზოგადოებასთან ზემო ენგურის შენაკადებზე ჰიდროელექტროსადგურების პროექტების წინასწარი განხილვის მიზნით

2012 წლის 29 მაისს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩატარდა  შეხვედრა HIPP პროექტის ფარგლებში. შეხვედრას უძღვებოდნენ  ი.ირემაშვილი, გ.სიხარულიძე, ქ. სხირელი. საზოგადოება გაეცნო USAID –ის პროექტს ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ, რომლის მიზანია  431 მეგავატ ჯამური სიმძლავრის ელექტროსადგურების  კასკადის  შექმნის ხელშეწყობა მდინარე ენგურსა და მის შენაკადებზე.  
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის საბაზისო შეფასება,რომელიც დაადგენს მის ტექნიკურ ეკონომიკურ მიზანშეწონილობას. საჯარო შეხვედრის მიზანი იყო პროექტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართვა და მათგან მოსაზრებებისა და შენიშვნების მიღება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  წარმომადგენლებმა მესტიის მუნიციპალიტეტის თემებიდან: ხაიში, ჭუბერი, ნაკრა, ბეჩო, ლატალი, მესტია. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ‘’მეოხი 2010’’ და ‘’სვანეთის ტურიზმის ცენტრი“ წარმომადგენლები ირინა ია გურჩიანები და ზაურ ჩართოლანი.
შეხვედრა 2012 წლის 30 მაისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში ჩატარდება

23.5.12

შეხვედრები ლენჯერსა და მესტიაში

     23 მაისს  ორგანიზაციებმა ‘’მეოხი 2010’’ და ‘’სვანური კოშკების ისტორიულ მფლობელთა მემკვიდრეები’’ გააგრძელეს   CTC -ის  დაფინანსებით მიმდინარე  კოალიციური   პროექტით გათვალისწინებული შეხვედრები ლენჯერის თემსა და დაბა მესტიაში. ჩაერთო ლენჯერის მოსახლეობიდან 55 ადამიანი, ხოლო დაბა მესტიის მოსახლებიდან 75 ადამიანი.
შეხვედრა მესტიაში
შეხვედრა ლენჯერში
შეხვედრა ლენჯერში

22.5.12

შეხვედრები მულახსა და წვირმიში


22 მაისს ორგანიზაციებმა ‘’მეოხი 2010’’ და
,,სვანური კოშკების ისტორიულ მფლობელთა მემკვიდრეები’’ CTC -ის  დაფინანსებით მიმდინარე კოალიციური   პროექტით გათვალისწინებული შეხვედრები თვითმმართველობის წარმომადგენელების ჩართვით  გააგრძელეს მულახში (ჭოლაშის , მუჟალის) და წვირმის საჯარო სკოლებში.
მულახის მოსახლეობიდან ჩაერთო 70 , ხოლო წვირმის მოსახლეობიდან 23 მონაწილე. 



შეხვედრა ჭოლაშის საჯ.სკოლაში(მულახი)


საინფორმაციო შეხვედრა წვირმიში
შეხვედრა მუჟალის საჯ.სკოლაში(მულახი) 

19.5.12

საინფორმაციო შეხვედრა იფარსა და უშგულში


18 მაისს  ორგანიზაციებმა ‘’მეოხი 2010’’ და ‘’სვანური კოშკების ისტორიულ მფლობელთა მემკვიდრეები’’ გააგრძელეს    CTC -ის  დაფინანსებით მიმდინარე  კოალიციური   პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება. პროექტის ჯგუფმა მესტიის მუნიციპალიტეტის  გამგებლის რწმუნებულისა და საკრებულოს წევრის ჩართვით განახორციელა საინფორმაციო შეხვედრები თემებში: უშგული - იფარი. შეხვედრები მიმდინარეობდა უშგული - იფარის  საჯარო  სკოლების შენობებში. ჩაერთო უშგულის  მოსახლეობიდან 37 ადამიანი, ხოლო იფარის მოსახლეობიდან 27  ადამიანი, უმეტესად კი ახალგაზრდა თაობა  გავრცელებულია წინასწარ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები.


საინფორმაციო შეხვედრა იფარში
საინფორმაციო შეხვედრა უშგულში

18.5.12

პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მიმდინარეობა

მაისის თვეში ორგანიზაციებმა ‘’მეოხი 2010’’ და ‘’სვანური კოშკების ისტორიულ მფლობელთა მემკვიდრეები’’ დაიწყეს   CTC -ის  დაფინანსებით მიმდინარე  კოალიციური   პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება.
 პროექტის ჯგუფმა მესტიის მუნიციპალიტეტის  გამგებლის რწმუნებულისა და საკრებულოს წევრის ჩართვით განახორციელა საინფორმაციო შეხვედრები თემებში: ბეჩო - ეცერი.
შეხვედრა ეცერის საჯარო სკოლაში
შეხვედრები მიმდინარეობდა ბეჩოს,მაზერის, ეცერის  საჯარო  სკოლების შენობებში. ჩაერთო ბეჩოს მოსახლეობიდან 80 ადამიანი, ხოლო ეცერიდან 40 ადამიანი, უმეტესად კი ახალგაზრდა თაობა  გავრცელებულია წინასწარ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები.  

შეხვედრა ბეჩოს საჯარო სკოლაში
შეხვედრა მაზერის საჯარო სკოლაში

11.5.12

ტრენინგში მონაწილეობა

2012 წლის 9 - 10 მაისს ორგანიზაცია  ‘’მეოხი -2010 ‘’- ის  წარმომადგენელებმა ირინა და ია გურჩიანებმა მონაწილეობა მიიღეს    ‘’სვანეთის ტურიზმის  ცენტრის ‘’ მიმდინარე პროექტის ‘’სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა ზემო სვანეთში და მისი ჩართვა ადგილობრივ მმართველობაში’’ ფარგლებში   ჩატარებულ ტრენინგში თემაზე ‘’სამოქალაქო აქტივობა და სათემო განვითარება’’.
ტრენინგი მიჰყავდათ  ორგანიზაცია  ‘’სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი’’ -  ის თანამშრომლებს  ნინო ვასაძეს და ირინა ბრეგვაძეს. პროექტი  დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ.
ტრენინგში მონაწილეობდა დაბა მესტიის, მულახის, წვირმის, კალას, ეცერის, ბეჩოს თემების   თხუთმეტამდე აქტივისტი.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციის ცნების, ნაირსახეობის, საქმიანობის სფეროების,სათემო ორგანიზაციის არსის, სტრუქტურის, თემის რაობის, თემთან მუშაობის და მისი საფეხურების შესახებ, ასევე დემოკრატიულ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანების უფლების შესახებ - მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ტრენინგი მიმდინარეობდა დისკუსიის, ჯგუფური მუშაობის რეჟიმში და თემატიკიდან გამომდინარე იყო უაღრესად საინტერესო.