11.5.12

ტრენინგში მონაწილეობა

2012 წლის 9 - 10 მაისს ორგანიზაცია  ‘’მეოხი -2010 ‘’- ის  წარმომადგენელებმა ირინა და ია გურჩიანებმა მონაწილეობა მიიღეს    ‘’სვანეთის ტურიზმის  ცენტრის ‘’ მიმდინარე პროექტის ‘’სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა ზემო სვანეთში და მისი ჩართვა ადგილობრივ მმართველობაში’’ ფარგლებში   ჩატარებულ ტრენინგში თემაზე ‘’სამოქალაქო აქტივობა და სათემო განვითარება’’.
ტრენინგი მიჰყავდათ  ორგანიზაცია  ‘’სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი’’ -  ის თანამშრომლებს  ნინო ვასაძეს და ირინა ბრეგვაძეს. პროექტი  დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ.
ტრენინგში მონაწილეობდა დაბა მესტიის, მულახის, წვირმის, კალას, ეცერის, ბეჩოს თემების   თხუთმეტამდე აქტივისტი.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციის ცნების, ნაირსახეობის, საქმიანობის სფეროების,სათემო ორგანიზაციის არსის, სტრუქტურის, თემის რაობის, თემთან მუშაობის და მისი საფეხურების შესახებ, ასევე დემოკრატიულ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანების უფლების შესახებ - მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ტრენინგი მიმდინარეობდა დისკუსიის, ჯგუფური მუშაობის რეჟიმში და თემატიკიდან გამომდინარე იყო უაღრესად საინტერესო.