18 მაისს ორგანიზაციებმა ‘’მეოხი 2010’’ და ‘’სვანური კოშკების ისტორიულ მფლობელთა მემკვიდრეები’’ გააგრძელეს CTC -ის დაფინანსებით მიმდინარე კოალიციური პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება. პროექტის ჯგუფმა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულისა და საკრებულოს წევრის ჩართვით განახორციელა საინფორმაციო შეხვედრები თემებში: უშგული - იფარი. შეხვედრები მიმდინარეობდა უშგული - იფარის საჯარო სკოლების შენობებში. ჩაერთო უშგულის მოსახლეობიდან 37 ადამიანი, ხოლო იფარის მოსახლეობიდან 27 ადამიანი, უმეტესად კი ახალგაზრდა თაობა გავრცელებულია წინასწარ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები.
| საინფორმაციო შეხვედრა იფარში |
| საინფორმაციო შეხვედრა უშგულში |