15.6.12
14.6.12
პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მიმდინარეობა
2012 წლის 12 ივნისს პროექტის აქტივობა ჩატარდა კალას თემშიც. საზოგადოების
ერთობლივი გადაწყვეტილებით პროექტის ფარგლებში შეძენილი სანაგვე ურნები სოფლის დასაწყისში ჯვართან და კვირიკეს სახელობის
ტაძრის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. აქტივობაში სულ
25 ადამიანი ჩაერთო.
13.6.12
პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მიმდინარეობა
2012 წლის 12 ივნისს პროექტის აქტივობა ჩატარდა უშგულის თემში.
საზოგადოების ერთობლივი გადაწყვეტილებით პროექტის ფარგლებში შეძენილი სანაგვე ურნები სოფლის გზაჯვარედინზე და ‘’ლამარიას’’ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა.
აქტივობაში სულ 45 ადამიანი ჩაერთო.
აქტივობაში სულ 45 ადამიანი ჩაერთო.
8.6.12
პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მიმდინარეობა
2012 წლის 6 ივნისს პროექტის ფარგლებში დასუფთავების კოორდინატორმა მარლენ რატიანმა ჩაატარა შეხვედრები და ესწრებოდა პროექტით გათვალისწინებული ადგილების დასუფთავების პროცესს მესტიის მუნიციპალტეტის ეცერის თემში. საინიციატივო ჯგუფის წევრების, გამგებლის რწმუნებულის ლამზირა გურჩიანის, საკრებულოს წევრის გია ხორგუანის , საჯარო სკოლების პედაგოგების, და მოხალისეების ჯგუფის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავება. საზოგადოების ერთობლივი გადაწყვეტილებით პროექტის ფარგლებში შეძენილი სანაგვე ურნა სოფლის გზაჯვარედინზე განთავსდა. აქტივობაში სულ 35 ადამიანი ჩაერთო.
7.6.12
პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მიმდინარეობა
2012 წლის 6 ივნისს პროექტის ფარგლებში ბეჩოს თემის
მოსახლეობასთან შეხვედრები და პროექტით გათვალისწინებული ადგილების დასუფთავება, ასევე
ნაგვის ურნების განთავსება მოხდა საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებით სოფელ მაზერში და ბეჩოში მჟავე წყალთან (უშხვანარის ტერიტორიაზე). ამ პროცესს ესწრებოდნენ პროექტის
დირექტორი ვახტანგ ფილფანი და საზოგადოების მობილიზების კოორდინატორი მაიკო ხერგიანი. გამგებლის რწმუნებულის ზაქრო კვიციანის, მაზერის საჯარო სკოლების პედაგოგების, მოსწავლეების
და მოხალისეების ჯგუფის ერთობლივი ძალისხმევით
მოხდა დაბინძურებული გარემოს დასუფთავება.
მონაწილეობა მიიღო მაზერის მოსახლეობიდან 34 - მა ადამიანმა, ბეჩოდან 29 ადამიანმა.
შეხვედრები ბეჩოში
1.6.12
შეხვედრა CTC მესტიის რესურს ცენტრის ოფისში
2012 წლის 30 მაისს ორგანიზაციის ‘’მეოხი 2010’’ წარმომადგენელებმა ირინა და ია გურჩიანებმა მონაწილეობა მიიღეს CTC – მესტიის რესურს ცენტრში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაში თემაზე- ‘’განვითარებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობები’’. შეხვედრას უძღვებოდა CTC -ის მიმდინარე პროექტის კოორდინატორი პავლე თვალიაშვილი.
განხილული იქნა განვითარებული ორგანიზაციების მახასიათებლების ხედვა და რეალური მდგომარეობა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ორგანიზაციები: ‘’მეოხი 2010’’, ‘’სვანეთის ტურიზმის ცენტრი’’, ‘’მესტიის რაიონის ინვალიდთა და დევნილთა კავშირი’’, ’’გ.თიკანაძის სახელობის ახალგაზრდული ცენტრი’’, ‘’მ.ხერგიანის სახელობის მუზეუმის ფონდი’’ და ‘’რეგიონული განვითარების ხელშეწყობის კავშირი’’.
გამოიკვეთა შემდეგი სამუშაო შეხვედრის სასურველი თემა ‘’ორგანიზაციის მდგარადობის შენარჩუნება სოციალური საწარმოს მეშვეობით’’
30.5.12
შეხვედრა საზოგადოებასთან ზემო ენგურის შენაკადებზე ჰიდროელექტროსადგურების პროექტების წინასწარი განხილვის მიზნით
2012 წლის 29 მაისს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩატარდა შეხვედრა HIPP პროექტის ფარგლებში. შეხვედრას უძღვებოდნენ ი.ირემაშვილი, გ.სიხარულიძე, ქ. სხირელი. საზოგადოება გაეცნო USAID –ის პროექტს ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ, რომლის მიზანია 431 მეგავატ ჯამური სიმძლავრის ელექტროსადგურების კასკადის შექმნის ხელშეწყობა მდინარე ენგურსა და მის შენაკადებზე.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის საბაზისო შეფასება,რომელიც დაადგენს მის ტექნიკურ ეკონომიკურ მიზანშეწონილობას. საჯარო შეხვედრის მიზანი იყო პროექტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების ჩართვა და მათგან მოსაზრებებისა და შენიშვნების მიღება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლებმა მესტიის მუნიციპალიტეტის თემებიდან: ხაიში, ჭუბერი, ნაკრა, ბეჩო, ლატალი, მესტია. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ‘’მეოხი 2010’’ და ‘’სვანეთის ტურიზმის ცენტრი“ წარმომადგენლები ირინა ია გურჩიანები და ზაურ ჩართოლანი.
შეხვედრა 2012 წლის 30 მაისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში ჩატარდება

Subscribe to:
Posts (Atom)