2012 წლის 6 ივნისს პროექტის ფარგლებში ბეჩოს თემის
მოსახლეობასთან შეხვედრები და პროექტით გათვალისწინებული ადგილების დასუფთავება, ასევე
ნაგვის ურნების განთავსება მოხდა საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებით სოფელ მაზერში და ბეჩოში მჟავე წყალთან (უშხვანარის ტერიტორიაზე). ამ პროცესს ესწრებოდნენ პროექტის
დირექტორი ვახტანგ ფილფანი და საზოგადოების მობილიზების კოორდინატორი მაიკო ხერგიანი. გამგებლის რწმუნებულის ზაქრო კვიციანის, მაზერის საჯარო სკოლების პედაგოგების, მოსწავლეების
და მოხალისეების ჯგუფის ერთობლივი ძალისხმევით
მოხდა დაბინძურებული გარემოს დასუფთავება.
მონაწილეობა მიიღო მაზერის მოსახლეობიდან 34 - მა ადამიანმა, ბეჩოდან 29 ადამიანმა.
შეხვედრები ბეჩოში