2012 წლის 19 ივნისს პროექტის დირექტორმა ვახტანგ ფილფანმა ადიშსა და წვირმიში ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩაატარა შეხვედრები და მათივე ძალებით დასუფთავდა მიმდებარე დაბინძურებული ტერიტორიები. საზოგადოების გადაწყვეტილებით შერჩეულ ადგილებში უღვირის მთაზე და მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსეს სანაგვე ურნები. აქციაში მონაწილეობდა 28 ადამიანი.