2012 წლის 16 ივნისს ორგანიზაციების ‘’მეოხი -2010’’ და ‘’გურამ თიკანაძის ცენტრის’’ მიმდინარე პროექტების (‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ და ‘’სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა და მისი ჩართვა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’) ფარგლებში ლენჯერისა და ლატალის თემების საინიციატივო ჯგუფებთან ერთად მოეწყო დასუფთავების აქცია. საყოფაცხოვრებო ნარჩენები ლატალის ტერიტორიაზე გურამ თიკანაძის ცენტრის ინიციატივით და თვითმმართველობის მხარდაჭერით მოწყობილ ნაგავსაყრელზე განთავსდა. აქციაში მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგელობა.