2012 წლის 6 ივნისს პროექტის ფარგლებში დასუფთავების კოორდინატორმა მარლენ რატიანმა ჩაატარა შეხვედრები და ესწრებოდა პროექტით გათვალისწინებული ადგილების დასუფთავების პროცესს მესტიის მუნიციპალტეტის ეცერის თემში. საინიციატივო ჯგუფის წევრების, გამგებლის რწმუნებულის ლამზირა გურჩიანის, საკრებულოს წევრის გია ხორგუანის , საჯარო სკოლების პედაგოგების, და მოხალისეების ჯგუფის ერთობლივი ძალისხმევით მოხდა დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავება. საზოგადოების ერთობლივი გადაწყვეტილებით პროექტის ფარგლებში შეძენილი სანაგვე ურნა სოფლის გზაჯვარედინზე განთავსდა. აქტივობაში სულ 35 ადამიანი ჩაერთო.