2012 წლის 30 მაისს ორგანიზაციის ‘’მეოხი 2010’’ წარმომადგენელებმა ირინა და ია გურჩიანებმა მონაწილეობა მიიღეს CTC – მესტიის რესურს ცენტრში ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაში თემაზე- ‘’განვითარებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობები’’. შეხვედრას უძღვებოდა CTC -ის მიმდინარე პროექტის კოორდინატორი პავლე თვალიაშვილი.
განხილული იქნა განვითარებული ორგანიზაციების მახასიათებლების ხედვა და რეალური მდგომარეობა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ორგანიზაციები: ‘’მეოხი 2010’’, ‘’სვანეთის ტურიზმის ცენტრი’’, ‘’მესტიის რაიონის ინვალიდთა და დევნილთა კავშირი’’, ’’გ.თიკანაძის სახელობის ახალგაზრდული ცენტრი’’, ‘’მ.ხერგიანის სახელობის მუზეუმის ფონდი’’ და ‘’რეგიონული განვითარების ხელშეწყობის კავშირი’’.
გამოიკვეთა შემდეგი სამუშაო შეხვედრის სასურველი თემა ‘’ორგანიზაციის მდგარადობის შენარჩუნება სოციალური საწარმოს მეშვეობით’’