21.6.12

შეხვედრა - დასუფთავების აქცია ადიშსა და წვირმიში

2012 წლის 19 ივნისს პროექტის დირექტორმა ვახტანგ ფილფანმა ადიშსა და წვირმიში ადგილობრივ მოსახლეობასთან  ჩაატარა შეხვედრები და მათივე ძალებით დასუფთავდა მიმდებარე დაბინძურებული ტერიტორიები. საზოგადოების გადაწყვეტილებით შერჩეულ ადგილებში უღვირის მთაზე  და მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსეს სანაგვე ურნები. აქციაში მონაწილეობდა 28 ადამიანი.

18.6.12

პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მიმდინარეობა

2012 წლის  16  ივნისს ორგანიზაციების ‘’მეოხი -2010’’ და ‘’გურამ თიკანაძის ცენტრის’’ მიმდინარე პროექტების (‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ და ‘’სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა და მისი ჩართვა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’) ფარგლებში  ლენჯერისა და ლატალის  თემების  საინიციატივო ჯგუფებთან ერთად მოეწყო  დასუფთავების აქცია.  საყოფაცხოვრებო ნარჩენები ლატალის ტერიტორიაზე  გურამ თიკანაძის ცენტრის ინიციატივით და თვითმმართველობის მხარდაჭერით მოწყობილ ნაგავსაყრელზე განთავსდა. აქციაში მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგელობა.

15.6.12

დასუფთავების აქცია მესტიაში

2012 წლის 14 ივნისს საზოგადოების მობილიზების კოორდინატორმა მაიკო ხერგიანმა და დასუფთავების კოორდინატორმა მარლენ რატიანმა დაბა მესტიაში ჯვარის ტერიტორიაზე მოხალისეებთან ერთად ჩაატარეს დასუფთავების აქცია და განათავსეს სანაგვე ურნა. აქციაში მონაწილეობდა 40 ადამიანი.

14.6.12

პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მიმდინარეობა

2012 წლის  12 ივნისს პროექტის აქტივობა ჩატარდა კალას თემშიც. საზოგადოების ერთობლივი გადაწყვეტილებით პროექტის ფარგლებში შეძენილი სანაგვე ურნები  სოფლის დასაწყისში ჯვართან და კვირიკეს სახელობის ტაძრის  ეკლესიის  მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. აქტივობაში სულ 25 ადამიანი ჩაერთო. 


13.6.12

პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მიმდინარეობა

2012 წლის  12 ივნისს პროექტის აქტივობა ჩატარდა უშგულის თემში. 
საზოგადოების ერთობლივი გადაწყვეტილებით პროექტის ფარგლებში შეძენილი სანაგვე ურნები  სოფლის გზაჯვარედინზე  და ‘’ლამარიას’’ ეკლესიის  მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. 
აქტივობაში სულ 45 ადამიანი ჩაერთო. 

8.6.12

პროექტის ‘’ჩვენი გარემო ჩვენი სახეა’’ მიმდინარეობა

2012 წლის  6 ივნისს პროექტის ფარგლებში  დასუფთავების კოორდინატორმა მარლენ რატიანმა ჩაატარა შეხვედრები და ესწრებოდა  პროექტით გათვალისწინებული ადგილების დასუფთავების პროცესს მესტიის მუნიციპალტეტის ეცერის  თემში.  საინიციატივო ჯგუფის წევრების, გამგებლის რწმუნებულის ლამზირა გურჩიანის, საკრებულოს წევრის გია ხორგუანის ,  საჯარო სკოლების პედაგოგების,  და მოხალისეების ჯგუფის   ერთობლივი ძალისხმევით მოხდა დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავება. საზოგადოების ერთობლივი გადაწყვეტილებით პროექტის ფარგლებში შეძენილი სანაგვე ურნა სოფლის გზაჯვარედინზე    განთავსდა. აქტივობაში სულ 35 ადამიანი ჩაერთო.